სხვადასხვა
19 წლის მოდელმა ქალწულობა აუქციონზე რეკორდულ თანხად გაყიდა
19 წლის მოდელმა ქალწულობა აუქციონზე რეკორდულ თანხად გაყიდა

19 წლის გოგონამ, რომელიც საკუთარ თავს ჟიზელს უწოდებს, გადაწყვიტა ქალწულობა გერმანულ საიტზე "Cinderella Escorts"-ზე გაეყიდა და მიღებული თანხით უნივერსიტეტში სწავლის საფასური გადაეხადა. გოგონას ქალწულობის ღირებულებამ 2,5 მილიონი ევრო შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია The Independent-მა გაავრცელა. გერმანულ სერვისს თანხის უნივერსიტეტის ანგარიშზე გადარიცხვა და პარტნიორთან პირველი ღამის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება უნდა აეღო.  რეკორდული თანხის გადახდა აბუ-დაბელმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა.

მოდელი დარწმუნებულია, რომ ქალწულობის გაყიდვით ცუდი არაფერი ჩაუდენია. ის უფრო იმ ფაქტით დარჩა გაკვირვებული, რომ ბევრმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა.

-თუ მე მინდა, რომ  პირველი ღამე იმ ადამიანთან გავატარო, ვინც არ მიყვარს - ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა - განაცხადა ჟიზელმა.

 შეთანხმებისამებრ, გოგონა პარტნიორთან შეხვედრაზე დაცვის თანხლებით წავიდა. საიტის ადმინისტრაციამ მის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება პირნათლად შეასრულა.