მსოფლიო   NEWS
უკრაინაში ავტობუსის გაჩერება უკუღმა დაამონტაჟეს
უკრაინაში ავტობუსის გაჩერება უკუღმა დაამონტაჟეს

უკრაინაში, ლვოვის ოლქში, ქალაქ ზოლოჩევში ავტობუსის გაჩერება უკუღმა დაამონტაჟეს. როგორც ქალაქის საბჭოში განაცხადეს, მონტაჟის დროს შეცდომას ადგილი არ ჰქონია და მსგავსი ტიპის პროექტი ქვეყანაში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე განხორციელდა.

მსგავსი გაჩერებები ინჟინერ-მშენებელმა ტარას კუბიდმა კანადაში იხილა და მსგავსი კონსტრუქციების საკუთარ ქვეყანაში დამონტაჟების სურვილიც სწორედ მაშინ გაუჩნდა.

 „ამ კონსტრუქციების აგება, პირველ რიგში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ. გარდა ამისა, ცუდ ამინდში, ის გარკვეულწილად, მგზავრებსაც დაიცავს. ჩვენს შვილებს მოულოდნელად გზაზე გადარბენის საშუალება აღარ ექნებათ.  საქმე ისაა, რომ გაჩერებებზე  გამჭვირვალე პლასტიკი მონტაჟდება, რომელიც მგზავრებს ქარისგანაც დაიცავს და პარალელურად, მათ სასურველი ტრანსპორტის დანახვის შესაძლებლობა ექნებათ, - განაცხადა ქალაქ ზოლოჩევის საქალაქო საბჭოს არქიტექტორმა, რომან კუშნირმა.