პოლიტიკა
„ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ამ დაჭაობებულ ქვეყანას ჭაობიდან ამოყვანა სჭირდება“ - ალეკო ელისაშვილი
„ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ამ დაჭაობებულ ქვეყანას ჭაობიდან ამოყვანა სჭირდება“ - ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შექმნას აპირებს.

ის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება, განსაკუთრებული ყურადღება კი საპარლამენტო არჩევნებზე გამახვილდება. 

„უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუმცა ეს მომავლის ამბავია. ამ დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო ვითარებას ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, რომ აშკარაა ცუდად მიდის საქმე. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა ელისაშვილმა.