მსოფლიო   NEWS
დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. „ბიბისის“ ცნობით, დონალდ ტრამპი ლონდონში ამერიკის საელჩოს ახალი შენობის გახსნაზე უნდა ჩასულიყო.

ვიზიტის გაუქმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი “ტვიტერში“ წერს.

„ლონდონში ვიზიტის გაუქმების მიზეზი ის არის, რომ არ ვარ აღფრთოვანებული ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გროშებად გაეყიდათ ლონდონში საუკეთესო ტერიტორია მხოლოდ იმიტომ, რომ გარეუბანში 1,2 მილიარდ დოლარად ახალი შენობა აეშენებინათ. ცუდი გარიგებაა. უნდოდათ, რომ  წითელი ლენტი მე გამეჭრა? – არა!“-  წერს ტრამპი.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ლონდონში დაპატიჟა.