სამართალი
დავით კეზერაშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გამართლდა
დავით კეზერაშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გამართლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლა.

კეზერაშვილი ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე გამართლდა, რადგან მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  ბრალეულობის დასადასტურებლად არასაკმარისად მიიჩნია.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ბრალად ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ედებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი. პროკურატურის ცნობით, რამდენიმედღიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის შემდეგ, ნიჟარაძეებმა კეზერაშვილს ქონება გადაუფორმეს.