პოლიტიკა
„კიდევ ერთხელ ვაძლევთ „სითი ინსტიტუტს“ შესაძლებლობას, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ გენგეგმის სრულყოფას” - კახა კალაძე
„კიდევ ერთხელ ვაძლევთ „სითი ინსტიტუტს“ შესაძლებლობას, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ გენგეგმის სრულყოფას” - კახა კალაძე

„კიდევ ერთხელ ვაძლევთ „სითი ინსტიტუტს“ შესაძლებლობას, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ გენგეგმის სრულყოფას” - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,

მისი თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება თბილისისთვის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, შესასრულებელია.

„გაწეული სამუშაოების ნაწილი მისაღები და რეალურად გამოსადეგია ქალაქის განვითარებისთვის, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ჩვენს ქალაქს. კონტრაქტორ კომპანიას, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა სამწუხაროდ გენგეგმის მეექვსე, დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.

ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას ჩვენი ქალაქისთვის ჩვენ ვერ მივცეთ საკუთარ თავს უფლებას, დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი. ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას იმ სამუშაოებს, რომელიც ამ პროცესში “სითი ინსტიტუტმა“ გასწია. პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება და ყველაფრის გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარ რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას. ჩვენი მხრივ, მერია და მერიის მთელი სამსახურები სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომ გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა, რათა იყოს მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა” – განაცხადა კახა კალაძემ.