მსოფლიო   NEWS
ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის ნიკოლოზ ცისკარიძე, დიანა ღურწკაია და ლეო ბოკერია მოხვდნენ
ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის ნიკოლოზ ცისკარიძე, დიანა ღურწკაია და ლეო ბოკერია მოხვდნენ

ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, მომღერალი დიანა ღურწკაია და კარდიოქირურგი ლეო ბოკერია მოხვდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა.

პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის არიან რუსი მომღერლები, ტელეწამყვანები და სხვები.

პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარის ელენა შმელევას განცხადებით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი 500-ს მიაღწევს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.