საზოგადოება
The Guardian-მა თბილისი 2018 წელს შვებულებისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის დაასახელა
The Guardian-მა თბილისი 2018 წელს შვებულებისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის დაასახელა

The Guardian-მა თბილისი 2018 წელს შვებულებისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის დაასახელა. ბრიტანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა შვებულების გატარებისთვის საუკეთესო 40 ქვეყნის ჩამონათვალი.

სტატიაში ნათქვამია, რომ თანამედროვე კულტურის გამო თბილისი დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. გამოცემა ტურისტებს ურჩევს კულტურული ძეგლები, სანაპიროები თუ მუზეუმები დაათვალიეროს.

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ იტალიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, ისლანდიის, საფრანგეთისა, ესპანეთის, რუსეთის, მალტის, ეგვიპტის, სამხრეთ აფრიკის, უგანდის და სხვა ქვეყნების ქალაქები.

შეგახსენებთ, რომ CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო.