მსოფლიო   NEWS
აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აზერბაიჯანულმა სასამართლომ აღნიშნული განაჩენი დღეს გამოიტანა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. 

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.