სამართალი
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულ გ.ბ.-ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით  პატიმრობით შეუცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე ქუთაისში, ალ.ხახანაშვილის ქ. N7-ში  მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფილ მეუღლეს - მ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მათი არასრულწლოვანი შვილის და დაზარალებულის არასრულწლოვანი დის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი  დაარტყა სახის არეში და სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის მამას - დ.გ.-ს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში.

სამართალდამცავებმა გ.ბ. 2018 წლის 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სსკ-ის  126' მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა).

სისხლის სამართლის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 12 თებერვალს არის ჩანიშნული.