პოლიტიკა
„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ყველასთან ვიმსჯელოთ” - ირაკლი კობახიძე
„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ყველასთან ვიმსჯელოთ” - ირაკლი კობახიძე

„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ყველასთან ვიმსჯელოთ” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითის განხილვაში ყველა მხარის და განსაკუთრებით საპატრიარქოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია. 

„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება და ასევე მიზანი არის ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განუხრელად, კონკრეტულად ამ სფეროში. უბრალოდ, სხვადასხვა მხარეები ვერ ვთანხმდებით ხშირად ამ მიზბნების მიღწევის გზებზე. ჩვენთვის მთავარია, ამ გზებზე შევჯერდეთ და ამისთვის არის საჭირო ზუსტად მსჯელობა და განხილვა“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის კანონპროექტში მთელი რიგი მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს.