სამართალი
რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს
რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის  საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს

რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს თურქეთში. თურქული სააგენტოს ცნობით, დაკავებულია თურქეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი.

ანკარის სასამართლოს გადაწყვეტილებით თურქეთის მოქალაქე ჰ. კ. დაპატიმრებულია. მას ბრალად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა ედება.

2016 წლის 19 დეკემბერს რუსეთის ელჩს ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში დაესხნენ  თავს. მას სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან 22 წლის სირიელმა მევლუთ მერტ ალტინტაშმა ესროლა. 

რუსეთის დიპლომატზე თავდასხმის გამოძიების ფარგლებში სულ 6 პირია დაკავებული. მათ შორის 3 პოლიციის თანამშრომელი. დაკავებულთა შორისაა მედია ჯგუფ „გურუს“ უფროსი ჰაირედდინ აიდინბაში და გამოფენის ორგანიზატორი - მუსტაფა თიმურ ოზქანი.