მსოფლიო   NEWS
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 20 ადამიანს აღემატება
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 20 ადამიანს აღემატება

კალიფორნიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 20 ადამიანს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივი თვითმმართველობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კალიფორნიაში მეწყერმა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. სტიქიური უბედურების შედეგად დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. ოპერაციაში სპეცტექნიკა და ვერტმფრენებიც ჩართულია. სანტა ბარბარას მხარის ხელისუფლების მონაცემებით, კალიფორნიაში 40-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
შტატის რამდენიმე რაიონში ევაკუაცია განხორციელდა. 8 იანვარს, სამხრეთ კალიფორნიას ძლიერი წვიმა დაატყდა თავს, რამაც ღვარცოფები გამოიწვია. შტატში 7 000 ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. სულ 23 ათასი პირის ევაკუაცია განხორციელდა. ყველაზე მეტად ლოს-ანჯელესისა და სანტა ბარბარას რაიონები დაზარალდა.