მსოფლიო   NEWS
შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
შეერთებულმა შტატებმა  ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

შეერთებულმა შტატებმა ადამიანის უფლებათა დარღვევების, ასევე სარაკეტო პროგრამის გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ე.წ შავ სიაში ხუთი ფიზიკური პირი და ცხრა ორგანიზაცია შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა.
კერძოდ, სიაში შედის, აიათოლა სადიკ ლარიჯანი, რომელიც ირანული სასამართლო სისტემის ხელმძღვანელია.

გარდა ამისა, ლარიჯანი ირანის პარლამენტის სპიკერის ალი ლარიჯანის ძმაა. ე.წ შავ სიაში შესულ პირებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ და აშშ-ს ტერიტორიაზე მათი შესაძლო აქტივები გაიყინება. 

გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სტრატეგია გამოაქვეყნა.

ისლამურ რესპუბლიკას ბრალს ადამიანის უფლებების დარღვევაში, სირიასა და იემენში ტერორისტულ დაჯგუფებისა და სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერაში, ასევე კიბერდანაშაულში სდებენ.

ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა. თეირანის გარდა, მას ხელს  შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია აწერს. გარიგების ერთ-ერთი მთავარი მომხრე აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო. დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ შეთანხმება გააკრიტიკა, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული შეთანხმება ირანის გარდა, არავისთვის სასარგებლო არ არის, ხოლო ისლამური რესპუბლიკა ბირთვულ პროგრამას არ წყვეტს.