მსოფლიო   NEWS
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველადი გამოკვლევები ჩაიტარა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველადი გამოკვლევები ჩაიტარა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველადი გამოკვლევები ჩაიტარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ექიმის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტოს ინფორმაციით, სრული გამოკვლევები 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკვლევა უოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, მერილენდის შტატში ჩატარდა.

შემოწმების შემდეგ თეთრი სახლის ექიმმა რონალდ ჯექსონმა განაცხადა, რომ ტრამპი "ჯანმრთელია". "პრეზიდენტი კარგ მდგომარეობაშია და მოუთმენლად ველი ბრიფინგს, რომ დეტალები გითხრათ", - განაცხადა ჯექსონმა.

ამავე დროს, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ გამოკვლევის მიზანი 71 წლის ტრამპის - წნევის, წონის და სხვა მახასიათებლების გაზომვა იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ტრამპს გამოკვლევა ფსიქიკური აშლილობის გამო ჩაუტარდა.