სხვადასხვა
"იმ შემთხვევაში დავქორწინდები, თუ იგი მზად იქნება მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატაროს“- ალენ დელონი
"იმ შემთხვევაში დავქორწინდები, თუ იგი მზად იქნება მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატაროს“- ალენ დელონი

ფრანგულ ჟურნალ Paris Match-თან ინტერვიუში 82 წლის ალენ დელონმა თავისი ცხოვრება და კარიერა შეაჯამა. ინტერვიუ მსახიობის კარიერის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ცხოვრების, როლების, მეგობრებისა და ოჯახის გარდა, ალენ დელონმა დღევანდელ რეალობაზეც ისაუბრა:
„ცხოვრებას ჩემთვის მეტი არაფერი მოუტანია. უკვე ყველაფერი ვნახე, მთელი ცხოვრება გავლიე....ყველაფერი ყალბია, პატივისცემა აღარ არსებობს, არავინ ასრულებს საკუთარ დაპირებებს. მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა. ყოველდღე, დილიდან საღამომდე, მხოლოდ დანაშაული გვესმის. ვიცი, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე დავტოვებ ", - ამბობს მსახიობი.

ამავე ინტერვიუში ალენ დელონმა პირად ცხოვრებასა და ოჯახთან დაკავშირებით რთულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, ძაღლები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ მის ცხოვრებაში. კითხვაზე, იპოვა თუ არა მან ცხოვრების თანამგზავრი, ალენ დელონმა უპასუხა, რომ "იგი" ჯერ კიდევ არ უპოვნია.

"არ ვამბობ, რომ საკმარისი კანდიდატები არ მყავს. თითქმის ათეულია, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე არცერთ მათგანთან ცხოვრება არ მსურს . (...) მხოლოდ იმ შემთხვევაში დავქორწინდები, თუ იგი მზად იქნება მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატაროს“,-განმარტავს დელონი. მსახიობის განმარტებით, მისი კარიერა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.