კულტურა
ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში საზეიმო მიღება იმართება
ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში საზეიმო მიღება იმართება

ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე საზეიმო მიღება იმართება.

პარლანეტში წარმოდგენილია ყველა მუნიციპალიტეტის დროშა და ღერბი და ასევე თვითმმართველი ქალაქების სიმბოლიკა. ასევე პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებიდან საზღვაო რუკები, რომელზეც საქართველო გამოსახულია ხუთჯვრიანი დროშით.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეთ დღევანდელი დღე მიულოცა. ღონისძიებასზე დეპუტატებთან ერთად იმყოფებიან მუნიციპალიტეტების მერები.

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია მიმდინარეობს.