სხვადასხვა
„ცნობილ მღვდელმთავარს პატრიარქის სავარძლის დაკავების მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაუწყია“ - ნინო მიქიაშვილი
„ცნობილ მღვდელმთავარს პატრიარქის სავარძლის დაკავების მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაუწყია“ - ნინო მიქიაშვილი

„ცნობილ მღვდელმთავარს პატრიარქის სავარძლის დაკავების მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაუწყია“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს.

ჟურნალისტი მღვდელმთავარის ვინაობას არ აკონკრეტებს.

“ერთ-ერთ ძალიან ცნობილ მღვდელმთავარს (თვალი და ყური მუდამ პატრიარქის სავარძლისკენ რომ აქვს მიპყრობილი), ხელმოწერების შეგროვება დაუწყია - ეტყობა მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილისგან და მეუფე პეტრე ცაავასგან განსხვავებით "რუსთავი 2"-თან საუბარს და ამბიონიდან ღიად დაპირისპირებას, პატრიარქის სავარძლის დაკავების უფრო დიპლომატიური გზა ამჯობინა. სხვები კიდევ სხვადასხვა მიმართულებებით ცდილობენ საქმის ჩაწყობას. ალბათ, ბრმები და ყრუები ვგონივართ. ღმერთმა კარგად გვიმყოფოს უწმინდესი და უნეტარესი, უფალმა გააძლიეროს მეუფე შიო“ - წერს ნინო მიქიაშვილი.