კულტურა
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს

თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 3 ადამიანი დაჭრეს. ერთერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. დანარჩენებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ.

ექიმების განცხადებით, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას დაზიანებები კიდურებზე აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო.

შსს-ს ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.