ყვითელი გვერდი
„მე არ მსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, ვინც ჩემამდე ცხრა კაცთან იყო” - ალეკო ბეგალიშვილი
„მე არ მსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, ვინც ჩემამდე ცხრა კაცთან იყო” - ალეკო ბეგალიშვილი

„მე არ მსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, ვინც ჩემამდე ცხრა კაცთან იყო” - ამის შესახებ მსახიობმა, ალეკო ბეგალიშვილმა ჟურნალ “თბილისელებთან“ განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფლება მარტო სექსუალურ აღვირახსნილობაში არ გამოიხატება.

„რამდენადაც მომწონს ამ თაობის გოგოები, იმდენად ვხვდები, რომ ზომა-წონაში „მაგრად ერხევათ“. ცოტა ისეთი თვისებები აღმოაჩნდათ რა, გადამლაშება მაგრად „ტეხავს”. რაც თავისუფლება ჰგონიათ, ჩემი აზრით, ეგ თავისუფლება არაა. თავისუფლება მარტო სექსუალურ აღვირახსნილობაში და ცხრა კაცთან სექსში არ გამოიხატება. ტიპებს ჰგონიათ, რომ თუ ასე ცხოვრობ, უფრო „პრადვინუტი” ხარ. ჩემი აზრით, ეგ უფრო გონებაშეზღუდულობაა, ვიდრე გონებაგახსნილობა. მე არ მსიამოვნებს ქალთან ურთიერთობა, ვინც ჩემამდე ცხრა კაცთან იწვა. უბრალოდ, არ მინდა, რამე ამკიდოს, თორემ სხვა კი არაფერი” - განაცხადა მსახიობმა.