სხვადასხვა
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისის მგგ-ის განხილვაზე ახალ მასალებს წარმოადგენს და სადისკუსიო მაგიდას გამართავს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისის მგგ-ის განხილვაზე ახალ მასალებს წარმოადგენს და სადისკუსიო მაგიდას გამართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივ შეფასებაზე სადისკუსიო შეხვედრას გახსნის და საზოგადოებას სადისკუსიო საკითხზე უცნობ დოკუმენტაციას გააცნობს. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სადისკუსიო შეხვედრის შინაარსი მოიცავს ორ ძირითად საკითხს - ახალი უცნობი დოკუმენტების ანალიზი, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის შექმნა რეალურად წარმოადგენს გავლენიანი ბიზნეს-ჯგუფების პირად ინტერესებს და რატომ გადაიხადა სახელმწიფომ მომსახურების ღირებულებისთვის ასტონომიული თანხა - 2800000-00 მილიონი ლარი და თუ რატომ უნდა გაუქმდეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნაზე შემსრულებელ ორგანიზაცია „სიტი ინსტიტუტი საქართველოსა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული 2015 წლის 15 ოქტომბრის შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2017 წლის 21 დეკემბერსა და 2018 წლის 15 იანვარს მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, შემსრულებელი ორგანიზაცია „სიტი ინსტიტუტი საქართველო“ დაჯარიმდა ა) მეორე ეტაპზე 5600 ლარით, ბ) მეოთხე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600 და 140000-00 ლარით, ბ) მეექვსე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600-00 და 140000-00 ლარით.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შემსრულებელი ორგანიზაციასთან დადგა შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის ხელშეკრულებით ყველა გათვალისწინებული წინაპირობა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, 2018 წლის 15 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ადმინისტრაციული საჩვარი შეიტანეს და სადავო ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, სამართლებრივი პროცესი დაიწყეს. 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შეხვედრაზე საჯარო შეტყობინების გზით იწვევს შემსრულებელ ორგანიზაციას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ და სთავაზობს წარმოდგენილ საკითხებზე არგუმენტების გაზიარებას. 

ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა, ხოლო ნოემბერში გამოსცა სპეციალური ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ 2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ თვითმმართველობის ორგანოებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება.

სადისკუსიო მაგიდა 12:00 საათზე დაიწყება, შეხვედრას დაესწრება მოწვეული პირები მესამე სექტორიდან და ჟურნალისტური კორპუსი.