კულტურა
“ეს ჩვენი ქართველობის დაკარგვის კი არა, გადარჩენის გზაა - სიამოვნებით შევეჯიბრები ყველას ქართველობაშიც, ტრადიციების შენარჩუნებაშიც და პატრიოტიზმშიც“ - ნინო სუხიშვილი
“ეს ჩვენი ქართველობის დაკარგვის კი არა, გადარჩენის გზაა - სიამოვნებით შევეჯიბრები ყველას ქართველობაშიც, ტრადიციების შენარჩუნებაშიც და პატრიოტიზმშიც“ - ნინო სუხიშვილი

„სიამოვნებით შევეჯიბრები ყველას ქართველობაშიც, ტრადიციების შენარჩუნებაშიც და პატრიოტიზმშიც“ - ნინო სუხიშვილი კლუბში შესრულებული „ცეკვა ქართული“-ს გამო საზოგადობის გარკვეული ნაწილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. 

„70 წელზე მეტია, ანამბლი არსებობს, დღემდე არის მოთხოვნადი, ჩვენს კონცერტებზე ბილეთები რამდნეიმე თვით ადრე იყიდება მთელ მსოფლიოში, საქართველოში გამოცხადებას ვერ ვასწრებთ, განურჩევლად იმისა, რა პროგრამით ვაპირებთ კონცერტის გამართვას, ყველა პროგრამაზე არის დიდი ინტერესი. და ყველაზე მთავარი, რაც არის ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ქართული ხალხური ცეკვა და საერთოდ „ცეკვა ქართული“ გახდა ძალიან პოპულარული, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. ახალმა თაობამ სხვანაირი თვალით შეხედა ქართულ ხელოვნებას და ამაში, სიამაყით ვიტყვი , რომ ძალიან დიდი დამსახურებაა ჩვენი ანსამბლის, რადგანაც ეს კლუბში იქნება, სტადიონზე თუ სად, ჩვენ მათვის გასაგები ენით ვთავაზობთ იმ ახალ ქორეოგრაფიას, რომელიც მოსწონს ქართველ ახალგაზრდობას. არცერთ ქეყანაში მსოფლიოში არ არის პოპულარული ასე ხალხური ცეკვა, როგორც ეს საქართველოში. და ეს, მე ვთვლი, რომ დიდი გამარჯვებაა. ხშირად ვიმეორებ, რომ ეს ჩვენი ქართველობის დაკარგვის კი არა, გადარჩენის გზაა. სიამოვნებით შევეჯიბრები ყველას ქართველობაშიც, ტრადიციების შენარჩუნებაშიც და პატრიოტიზმშიც.

ეს კრიტიკა ძალიან მოგვწონს... ჯანსაღი კრიტიკა, რასაკვირველია... იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის არის სტიმული, მუზა, შთაგონება, რომ კიდევ განვვითრდეთ და კიდევ ახალი პროექტები შემოგთავაზოთ.“-განაცხადა ნინო სუხიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ სტუმრობისას.