ყვითელი გვერდი
პრინც უილიამმა თავი გადაიპარსა - კემბრიჯის ჰერცოგის ახალი იმიჯი
პრინც უილიამმა თავი გადაიპარსა - კემბრიჯის ჰერცოგის ახალი იმიჯი

პრინც უილიამმა თავი გადაიპარსა. „ჰარპერ ბაზარის“ ინფორმაციით, კემბრიჯის ჰერცოგი ახალი იმიჯით პირველად ლონდონის ეველინას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ღონისძიებაზე გამოჩნდა.

პრინც უილიამის ახალს იმიჯს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობამ კემბრიჯის ჰერცოგს იმიჯი მოუწონა.

პრინცი წლების მატებასთან ერთად გამელოტდა, რაზეც მას არაერთხელ უხუმრია.

გასულ წელს სამეფო კარის მიღებაზე მიწვეულ ერთ-ერთ სტილისტს გაეხუმრა, რომ თავზე ბევრი თმა აღარ დარჩა და შესაბამისად ვერ დაასაქმებდა.

იხ. ფოტოები