Facebook-სტატუსები
„ბახალას, მოეკლა ვინმე, ნაკლებს მიუსჯიდნენ“ - ნიკა გვარამია
„ბახალას, მოეკლა ვინმე, ნაკლებს მიუსჯიდნენ“ - ნიკა გვარამია

„ბახალას, მოეკლა ვინმე, ნაკლებს მიუსჯიდნენ“ - გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმიანება.

“რა ნარკოტიკები მოუნდა ამ ბახალას, მოეკლა ვინმე, ნაკლებს მიუსჯიდნენ” - წერს გვარამია.

გიორგანაშვილის განაჩენს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც აპროტესტებს და ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს.

“8 წელი? ღადაობთ ხალხნო? შეცვალეთ ნარკოპოლიტიკა!” - წერს ნანუკა ჟორჟლიანი.

გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო. გიორგი გიორგანაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს.

ბრალდებული თქმით, მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.