Facebook-სტატუსები
„სადაც საფრანგეთი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ორი საუკუნეა მსჯელობს, მგონი ჩვენც მეტი დაფიქრება გვმართებს“ - ოთარ ჩრდილელი
„სადაც საფრანგეთი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ორი საუკუნეა მსჯელობს, მგონი ჩვენც მეტი დაფიქრება გვმართებს“ - ოთარ ჩრდილელი

„სადაც საფრანგეთი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ორი საუკუნეა მსჯელობს, მგონი ჩვენც მეტი დაფიქრება გვმართებს“ - უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი იმ ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციას მხარს უჭერენ.

“მეგობრებო, ვნახოთ რა ხდება ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოში.

საფრანგეთის კანონმდებლობით, სამი ტიპის სამართალდარღვევა არსებობს: 
1) Crimes-დანაშაული
2) Delites-ნაკლებად მძიმე
3) Contraventions-დარღვევები

ფრანგებმა (ყურადღება მიაქციეთ) ახლა გადაწყვიტეს კანაფი გადაიყვანონ, ,,ნაკლებად მძიმედან” ,,დარღვევებში,, 

იგივე საფრანგეთში-არ დაგავიწყდეთ კანაფის, პირადი მოხმარებისთვის 10 წელი ციხე ან 7.5 მილიონი ევროს ჯარიმა.

საფრანგეთმა, კიდევ ერთხელ თქვა უარი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე და იმ კანონის გადახედვაზე, რომელიც 1970 წლიდან მოქმედებს.

წარმოგიდგენიათ? 45 წელზე მეტია საფრანგეთი ამ პრობლემაზე მუშაობს, საუბარია ე.წ. მსუბუქ ნარკოზე.
ასე, რომ მეგობრებო როდესაც ვითომ მაგალითად, მოგყავთ რომელიმე ევროპული ქვეყანა და ამბობთ, რომ რუსული ნარატივია რაღაცის აკრძალვა და ტაბუ-ეს არის სიცრუე.

 ჩემთვის პატივსაცემ ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს ვურჩევ, მეტად სიღრმისეულად გავეცნოთ სიტუაციას და მხოლოდ პროფილით ნუ ვიმსჯელებთ საკითხზე.
სადაც საფრანგეთი, ორი საუკუნეა მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე, მგონი ჩვენც გვმართებს მეტი დაფიქრება” - წერს ოთარ ჩრდილელი.