ყვითელი გვერდი
ვინ გააცნო ერთმანეთს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი
ვინ გააცნო ერთმანეთს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

პრინც ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს პრინცის ბავშვობის მეგობარმა ვიოლეტ ვონ უესტენჰოლზმა გააცნო.

„ჰარპერ ბაზარის“ ინფორმაციით, პრინცსა და ამერიკელ მსახიობს ბრმა პაემანი ვიოლეტმა მას შემდეგ მოუწყო, რაც ჰარიმ შეჩივლა, რომ ვერავის პოულობდა.

ვიოლეტი პრინც დაჰპირდა, რომ შესანიშნავ გოგონას გააცნობდა.

ვიოლეტ ვონ უესტენჰოლზის მამა ბარონი და პრინც ჩარლზის კარგი მეგობარია. ვიოლეტის და, ვიქტორია პრინცი ჰარის შეყვარებული იყო. ვიოლეტი პიარის სპეციალისტია და მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობს.

პრინც ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს ბრამ პაემანზე 2016 წელს შეხვდნენ. მათ ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„მე ჰარიზე ბევრი არაფერი ვიცოდი და ერთადერთი რაც ვიოლეტს ვკითხე იყო ის, რომ „სიმპატიურია“ - იხსენებს მარკლი.

პრინცი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც მეგანი გაიცნო.

„მისი სახელიც გაგონილი არ მქონდა და არც მის სერიალს ვუყურებდი. შევედი ოთახში, მეგანი იჯდა“ - ამბობს პრინცი ჰარი ინტერვიუში.

წყვილი ჯვარს მიმდინარე წლის 19 მაისს უინძორის სასახლის წმინდა ჯორჯის ეკლესიაში დაიწერს.