სხვადასხვა
სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე შემოწმებას განაგრძობს
სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე  შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას ზამთრის კურორტებზე. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა სამსახურებმა, როტაციის პრინციპით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საკურორტო ზონაში და მაგისტრალზე  არსებული 50 ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება,  შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სხვადასხვა შეუსაბამობის გამო  25 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები გააცნეს და შესაბამისი   რეკომენდაციები მისცეს.

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეგულარულად ამოწმებს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის მაისში გაფორმდა, რაც ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებას, უწყებებს შორის  კოორდინირებულ საქმიანობას, ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.