Facebook-სტატუსები
“ნეტავ ვერც ტრამპმა გვიპოვოს რუკაზე, ვერც პუტინმა, ვერც პეროგაყრილმა ევროპელმა ლიდერებმა” – ზაზა დავითაია NDI-ს დირექტორის განცხადებას ეხმაურება
“ნეტავ ვერც ტრამპმა გვიპოვოს რუკაზე, ვერც პუტინმა, ვერც პეროგაყრილმა ევროპელმა ლიდერებმა” – ზაზა დავითაია NDI-ს დირექტორის განცხადებას ეხმაურება

“ნეტავ ვერც ტრამპმა გვიპოვოს რუკაზე, ვერც პუტინმა, ვერც პეროგაყრილმა ევროპელმა ლიდერებმა” – ზაზა დავითაია NDI-ს დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებას ეხმაურება:

"ნეტავ მართლა მომაკიდებინა ზურგზე ეს ჩემი საქართველო, თავისი ზღვით, ტყეებით, მთებით, ბუნებრივი რესურსებით და კლიმატით... წამაღებინა შორს... ოღონდ აქედან ძალიან შორს, სადმე კუნძულზე, სადაც აღარ ვიქნებით "ჭიშკარი", იმპერიების შეჯახების არენა და პოლიგონი...


სულს მოვითქვამდით, ქვეყანას გავაერთიანებდით, ლიბერასტებს სარზე გავსვამდით (ესიამოვნებოდათ კიდეც) გლეხი მიწას მიუბრუნდებოდა, ხაბაზი (ოღონდ ის არა, ნაღდი ხაბაზი) - პურის ცხობას... ზნეობა დაბრუნდებოდა და ნამუსი! 


ასე რომ... ლორა! არ იყო ეგ, ცუდი იდეა „ - წერს ზაზა დავითაია.

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა  ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის წინ იმედის ეთერში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვალსაზრისით  შედარებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა, მოგვიანებით კი ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.  

 ”გასულ ღამეს, "იმედის" ჟურნალისტმა სიტყვასიტყვით მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ამგვარად ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!”, - აღნიშნა ლორა თორნტონმა.