Facebook-სტატუსები
„კანონი „სახემწიფო შესყიდვების შესახებ" არის კორუფციის წყარო და ვარკეთილის მეტროში მომხდარი ავარიის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს კანონი“ - გიორგი უძილაური
„კანონი „სახემწიფო შესყიდვების შესახებ" არის კორუფციის წყარო და ვარკეთილის მეტროში მომხდარი ავარიის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს კანონი“ - გიორგი უძილაური

„ვარკეთილის მეტროში მომხდარი ავარიის ერთ-ერთი მიზეზი არის კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" – „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი უძილაური მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის ფაქტს ეხმაურება.

“კანონი "სახემწიფო შესყიდვების შესახებ" არის კორუფციის წყარო. და როცა პარლამენტი არ ცვლის ამ კანონს, ნურც ის ეწყინება რომ საზოგადოება მას კორუფციის მხარდაჭერაში დაადანაშაულებს. ვარკეთილის მეტროში მომხდარი ავარიის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს, კორუფციაზე მორგებული კანონი და პარლამენტის დანაშაულებრივი გასუსულობაა“ - წერს გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში.