კულტურა
„ბიძინა ივანიშვილმა კულტურის მინისტრს უთხრა: ამ კაცის თეატრს მიხედე, პრობლემა თუ იქნება, ჩავერთვებიო. უცებ, საიდანღაც ნინელი ჭანკვეტაძე თავზე დამადგა, რა დროს პრობლემააო?“ - ამირან შალიკაშვილი
„ბიძინა ივანიშვილმა კულტურის მინისტრს უთხრა: ამ კაცის თეატრს მიხედე, პრობლემა თუ იქნება, ჩავერთვებიო. უცებ, საიდანღაც ნინელი ჭანკვეტაძე თავზე დამადგა, რა დროს პრობლემააო?“ - ამირან შალიკაშვილი

„მიხედონ პანტომიმის თეატრს, თეატრალურ უნივერსიტეტს, საერთოდ, ქართულ თეატრს“ -  საქართველოში პანტომიმის თეატრის დამაარსებელი, 78 წლის ამირან შალიკაშვილი შვილებისთვის დასატოვებელი ანდერძის შინაარსზე „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.

„ანდერძად ვტოვებ: მიხედონ პანტომიმის თეატრს, თეატრალურ უნივერსიტეტს, საერთოდ, ქართულ თეატრს, თეატრალურ უნივერსიტეტში დახურეს ჩემ მიერ დაარსებული პანტომიმის კათედრა, ჯერ მე გამომიშვეს იქიდან, შემდეგ ჩემი მეუღლე - კირა მებუკე (რომელზეც მარსელ მარსომ თქვა - ამ ქალს მიხედეთ, პანტომიმას ასეთი მსახიობი არ ჰყავსო). თეატრალური უნივერსიტეტი პედაგოგის გარეშეა დარჩენილი. ბოლო მოჰიკანი აქ გარდაცვლილი გიზო ჟორდანია იყო.

იმასაც არ დავმალავ, თეატრის თაობაზე როგორ მინდოდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა - თეატრალურ საზოგადოებაში ყრილობაზე გოგი ქავთარაძეს ვთხოვე, ბიძინა ივანიშვილს ერთი-ორი სიტყვა ჩემი თეატრის მდგომარეობაზეც უთხარი-მეთქი. შორს დაიჭირა, რა უნდა ვუთხრაო... ცუდად ვიყავი, ისე ავნერვიულდი, პირველად ხმა მაშინ წამერთვა.

გიზო ჟორდანია მაშინ ცოცხალი იყო და მითხრა - არ უნდა გეთხოვა, ეგ არაფრის გამკეთებელი არ არისო.. მივედი რობიკო სტურუასთან. მითხრა -ერთი თვის შემდეგ შეკრებაზე ჩემთან ერთად წამოდიო. მართლაც ფოთში წავედით - რეგიონალური თეატრალური ფესტივალი ტარდებოდა. ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. თვითონ მომესალმა, - ყველაფერი ვიცი, სსრ კავშირში პანტომიმის თეატრის დამაარსებელი ხართო. მერე კულტურის მინისტრს უთხრა: ამ კაცის თეატრს მიხედე, პრობლემა თუ იქნება, ჩავერთვებიო. უცებ, საიდანღაც ნინელი ჭანკვეტაძე თავზე დამადგა, რა დროს პრობლემააო? გამიკვირდა, ბოდიში-მეთქი... ბიძინაც გაშრა... ასე დავშორდით. „ - აცხადებს ამირან შალიკაშვილი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.