Facebook-სტატუსები
"რაღაც დიდი გარიგების პასუხია ეს სიჩუმე" - ხათუნა ხოფერია ზურაბ ჟვანიას საქმეზე
"რაღაც დიდი გარიგების პასუხია ეს სიჩუმე" - ხათუნა ხოფერია ზურაბ ჟვანიას საქმეზე

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ზურაბ ჟვანიას მკლველობის საქმეს ეხმიანება. 

"13 წელი გავიდა ზურას მკვლელობიდან!

დანაშაული არ გახსნილა… არც საქმე დახურულა…

არც რეჟიმი გასამართლებულა… არც სამართლიანობა აღდგენილა…

ბავშვები უკვე დიდები არიან. ჩვენ ვბერდებით. არაფერს გვეკითხებიან და რომც გვკითხონ, პასუხი არ გვაქვს!

პასუხი არც პროკურატურას გაუცია ჩემს ჩვენებაში დასმულ კითხვებზე… და არც იმ კითხვებზე, რომლებიც თავად დაუგროვდათ. ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაც დიდი გარიგების პასუხია ეს სიჩუმე…….

ხვალ 12 საათზე საფლავზე გავალთ…

…….. და რა მერე…?!" - წერს ხათუნა ხოფერია.