სხვადასხვა
" ვერეს ხეობა და სხვა ტერიტორიები არის სარეკრეაციო და საპარკო ზონები და არავითარ შემთხვევაში საცხოვრებელი"- მამუკა სალუქვაძე
" ვერეს ხეობა და სხვა ტერიტორიები არის სარეკრეაციო და საპარკო ზონები და არავითარ შემთხვევაში საცხოვრებელი"- მამუკა სალუქვაძე

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორი მამუკა სალუქვაძე გადაცემა "არჩევანში" საუბრისას აცხადებს, რომ ახალ გეგმაში განაშენიანების შეზღუდვების მონაკვეთია. მისი თქმით, ასეთ მოაკვეთს მიეკუთვება ვერეს ხეობა. 
"განახლებულ გენგეგმაში შემოვიდა განაშენიანების შეზღუდვების მსუყე მონაკვეთი, სადაც ჩვენ ვასაბუთებთ თუ რატომ არ შეიძლება იქ განაშენიანება. 

ეს ნიშნავს იმას რომ არქიტექტურის სამსახურმა უნდა გადახედოს ადრე გაცემულ ნებართვებს. ხშირ შემთხვევაში ასეთ ზომებში არის მოხვედრილი განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომელიც ჩვენ დავიტანეთ, მაგრამ აღვნიშნეთ სპეციალური აღნიშვნით, რომ ქალაქის ახალმა ხემძღვანელებმა და არქიტექტურის სამსახურმა ამას მიაქციონ ყურადღება და თავიდან განიხილონ. 

ძალიან დიდი რისკია  რომ გამეორდეს იგივე ტრაგედიები რაც იგივე ვერეს ხეობაში. ვერეს ხეობა და სხვა ტერიტორიები არის სარეკრეაციო და საპარკო ზონები და არავითარ შემთხვევაში საცხოვრებელი", - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.