Facebook-სტატუსები
„ვერ გადარჩება ვერ! რა გადაარჩენს ერთადერთი ანგელოზი შვილის საკუთარ თვალწინ დამკარგავს?! რეებს წერთ ხალხო?არ გრცხვენიათ?“ - მაკა რაზმაძე
„ვერ გადარჩება ვერ! რა გადაარჩენს ერთადერთი ანგელოზი შვილის საკუთარ თვალწინ დამკარგავს?! რეებს წერთ ხალხო?არ გრცხვენიათ?“ - მაკა რაზმაძე

„ვერ გადარჩება ვერ! რა გადაარჩენს ერთადერთი ანგელოზი შვილის საკუთარ თვალწინ დამკარგავს?! რეებს წერთ ხალხო?არ გრცხვენიათ?“ - ჟურნალისტი მაკა რაზმაძე დოდო გუგეშაშვილის დაჭრას და მისი ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.

„საავადმყოფოდან ერთი წამით შემოვიხედე აქ და მივხვდი რატომაც არასდროს არაფერი გვეშველა და სავარაუდოდ აღარც გვეშველება.....რეებს წერთ ხალხო?არ გრცხვენიათ? ვერ გადარჩება ვერ!!!!!გაიხარეთ ვერ გადარჩება!!!რა გადაარჩენს ერთადერთი ანგელოზი შვილის საკუთარ თვალწინ დამკარგავს?!!იმ წუთიდან მკვდარია რა წამსაც ნოდარიკოს სული აღმოხდა....უწყინარი, უსაყვარლესი ნოდარიკო დედას თვალწინ მოუკლეს.ნოდარიკო რომელიც უსინათლო ბებიას ხელით დაატარებდა, ბანდა და პატრონობდა. ნოდარიკო რომელსაც ადამიანისთვის არ უწყენინებია....უთბილესი, უწესიერესი ნოდარიკო 5 ტყვიით თავში მოკლულია და აქ ხალხი ცივად არჩევს რაღაც სამარცხვინოს იმის ნაცვლად ყველამ ერთად მკვლელის დაჭერა მოსთხოვოს პოლიციას! დღისით მზისით დედას საკუთარი შვილი მოუკლეს თვალწინ თქვენს ქალაქში თქვენს ქვეყანაში...რეებისთვის გცალიათ ხალხო....“ - წერს მაკა რაზმაძე.