Facebook-სტატუსები
„ვიდრე „არაფერს წარმოადგენს“, შენი ყურმოჭრილი მონაა, მიიღებს თუ არა დეპუტატის სანუკვარ მანდატს, შენს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობს“ - ქართული პოლიტმენტალობის ეროვნული თავისებურება თამაზ ჭეიშვილისგან
„ვიდრე „არაფერს წარმოადგენს“,  შენი ყურმოჭრილი მონაა, მიიღებს თუ არა დეპუტატის სანუკვარ მანდატს, შენს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობს“ - ქართული პოლიტმენტალობის ეროვნული თავისებურება თამაზ ჭეიშვილისგან

„ვიდრე „არაფერს წარმოადგენს“,  შენი ყურმოჭრილი მონაა, მიიღებს თუ არა დეპუტატის სანუკვარ მანდატს, შენს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობს“ - პარაფსიქოლოგი და მწერალი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში ქართული პოლიტმენტალობის ეროვნული თავისებურებაზე საუბრობს.

ვიდრე ,,ის,,არაფერს წარმოადგენს“ და მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატია, მაქსიმალურად შემოდის შენს საახლობლოში, სანათესაოში და ყურმოჭრილი, უერთგულესი მონა ხდება! მას აქვს უნარი, მოგადუნოს, მისდამი ნდობით განგმსჭვალოს! მის მიმართ ყველაზე ფაქიზი გრძნობებით აღგჭურვოს! არ გცილდება, ერთგული ფინიასავით ,,კუდს გიქიცინებს,, თვალებში შემოგცქერის, ხალხის ჭირ-ვარამზე თვალცრემლიანი გესაუბრება ყელზე ძარღვებდაბერილი! შენს უმწეო მეზობელ ბებოს პურზე ეგზავნება, შენც გეგზავნება ხახვსა და კარტოფილზე! და ჭურჭელს ურეცხავს მეზობელს,ზოგჯერ ფეხებსაც ბანს და გულწრფელად გიყვარდება ეს ღვთისნიერი არსება! დადიხარ ცნობადი სახე, ბევრისთვის ნათესავივით ახლობელი, ,,ცასა და დედამიწას ,,უმტკიცებ, რომ სწორედ ,,ის, არის ,,ცოტნე დადიანი,, ვინც ელექტორატის ინტერესებიდან გამომდინარე ,,ოქროს ურდოში შეიჭრება უიარაღოდ! შიშველ ტანზე თაფლს წაიცხებს და თაკარა მზის ქვეშ დაჯდება, რათა ისიც ისე დაიტანჯოს, როგორც ყველა ჩვეულებრივი მოკვდავი იტანჯება ,,გურჯისტანში,,! 


შენი მეცადინეობით მას უამრავი ქალი და კაცი აძლევს ხმას და ... ის იმარჯვებს!
მიიღებს თუ არა დეპუტატის სანუკვარ მანდატს, მითუმეტეს თანამდებობას და სტატუსს, უმალ ავიწყდები, თავგადაკლული პროტეჟე! შენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს და საერთოდ ქრება იმ ცხოვრებიდან, რა ცხოვრებითაც ცხოვრობ ათიათასობით ჩვეულებრივი მოკვდავივით! 


ის ,,პოლიტელიტის ნაწილი ხდება,, შენ კი გაბრიყვებული ვიღაც ერთჯერადი საშუალება, მისთვის სრულიად უცხო და არასასურველი და მიუღებელი” - წერს თამაზ ჭეიშვილი.