სამართალი
ვარკეთილში 18 წლის ბიჭი დაჭრეს
ვარკეთილში 18 წლის ბიჭი დაჭრეს

ვარკეთილში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდა ფეხშია დაჭრილი. მათ ცეცხლსასროლი იარაღის ორი გასროლა გაიგონეს. ადგილობრივიების თქმით, ბიჭს ორი ახალგაზრდა მისდევდა.

დაჭრის შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით არის დაწყებული.