სამართალი
„პაატა ბურჭულაძის პასუხები ამომწურავი არ იყო“ - პროკურორი
„პაატა ბურჭულაძის პასუხები ამომწურავი არ იყო“ - პროკურორი

„პაატა ბურჭულაძის პასუხები ამომწურავი არ იყო“ - ამის შესახებ პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაწილ კითხვებზე გამოძიებამ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო.

„რამდენიმე ნაწილს დამაჯერებლობა აკლდა. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე თბილისში ყოფნისას ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, ასევე ფონდის თანხებით არის ანაზღაურებული ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები.  ამ საკითხებზე ამომწურავი პასუხები არ ყოფილა“, – განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაისვა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები, რაც უკავშირდება პაატა ბურჭულაძის ფონდში 2006 -2016 წლის ჩათვლით პერიოდში საქმიანობას.

მისი თქმით, შესაძლოა ბურჭულაძე დაკითხვაზე ისევ დაიბარონ.