სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 27-31 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-

შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისსა და სენაკში 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ბ.გ., 1981 წელს დაბადებული კ.ხ. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ი. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია - 2 პირი, ხოლო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის -1 პირი. სულ ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, „GRAND POWER K105“-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 98 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.