საზოგადოება
დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარლამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ქარსივაძემ განაცხადა, ის მოხსნილია მართვით სუნთქვის აპარატიდან, თუმცა ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშიი რჩება. ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ქარსივაძემ ასევე აღნიშნა , რომ პაციენტი კონტაქტურია, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშაა. 

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

წყარო: imedinews.ge