Facebook-სტატუსები
"რუსები აღარ არსებობენ, ეს არის ფართო, ვრცელი "გრუზია," ოღონდ ჯერ არც იციან ეს ამბავი და არც ქართული იციან"
"რუსები აღარ არსებობენ, ეს არის ფართო, ვრცელი "გრუზია," ოღონდ ჯერ არც იციან ეს ამბავი და არც ქართული იციან"

კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველი სოციოლოგის,  ემზარ ჯგერენაიას სიტყვებს იხსენებს. 

"ქართველები არ არსებობენ... ჩვენ ვართ რუსულის არმცოდნე რუსები" - უთქვამს ემზარ ჯგერენაიას. დამაფიქრებელი ფრაზაა.

თუმცა მგონი საქმე მეორენაირადაც არის: არც რუსები აღარ არსებობენ. ეს არის ფართო, ვრცელი "გრუზია," ოღონდ ჯერ არც იციან ეს ამბავი და არც ქართული იციან.

ამაზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც "ვლადიმერ ვოლფოვიჩმა" დაახლოებით ასეთი რამ თქვა მიშაზე, აუ რა მაგარია, ჩემზე გიჟი ეგ ყოფილაო.

განა ჩერჩილმა არ თქვა, არის ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში რაღაც გაუგებარი, უცნაური, ენიგმატურიც კიო?"- წერს კონსტანტინე გამსახურდია.