საზოგადოება
ილიაუნის სტუდენტები კამპანია "ზებრას" ფარგლებში გაერთიანდნენ
ილიაუნის სტუდენტები კამპანია "ზებრას" ფარგლებში გაერთიანდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური კამპანია "ზებრას" ფარგლებში სტუდენტები თანამოქალაქეების უსაფრთხოებისთვის გაერთიანდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე აქცია მოაწყვეს და ავტომობილებს სპეციალური საინფორმაციო სტიკერები მიაკრეს. 

"თბილისში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სტატისტიკით თითო ოჯახზე 2 ავტომობილი მაინც მოდის. ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით რა სავალალო მდგომარეობაა. ავტომობილის მძღოლი, რომელიც ქვეითს გზას არ უთმობს ზებრა გადასასვლელზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად 20 ლარიანი ჯარიმა ეკისრებათ, მაგრამ სამწუხაროდ იმის მიუხედავად, რომ მძღოლები ამ წესს არ იცავენ, პატრული მათ არ აჯარიმებთ", - განაცხადა სოციალური კამპანიის ერთ-ერთმა ინიციატორმა. 

2017 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 384 ადამიანი დაიღუპა. 

წყარო: Imedinews.ge