საზოგადოება
ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტში მიღება გაიმართება
ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტში მიღება გაიმართება

დღეს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტში მიღება გაიმართება.

მიღებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უმასპინძლებენ.

პარალელურად, მოეწყობა ფოტოგამოფენა „საქართველოს ეკლესია 1917–2017 წლებში“.

ღონისძიებას დაესწრებიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების დელეგატები, პარლამენტის წევრები და სასულიერო პირები.