საზოგადოება
"თავზე გენგრევათ ქვეყანა, რაღა დროს გირგვლიანია"- მიხეილ სააკაშვილი
"თავზე გენგრევათ ქვეყანა, რაღა დროს გირგვლიანია"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სანდრო გირვლიანის საქმეზე დასმულმა კითხვამ უკიდურესად გააღიზიანა და განაცხადა, რომ ყელში ამოვიდა ამ თემაზე საუბარი. მან აგრესია ვერ დამალა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის მიმართაც, რომელმაც ეს კითხვა დასვა.

კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა იყო თუ არა პოლიტიკური საკითხი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული პირების შეწყალება, რაზეც სააკაშვილმა პასუხის გაცემა არ ისურვა და აგრესიულ ტონზე გადავიდა.