პოლიტიკა
"უკიდურესად უსამართლობაა ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა"- მიხეილ სააკაშვილი
"უკიდურესად უსამართლობაა ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა"- მიხეილ სააკაშვილი

"უკიდურესად უსამართლობაა ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას ციხეში ჯდომა. "ევროპულმა სასამართლომ" დაამტკიცა, რომ არიან მძევლები, ვანოს შემთხვევაში უკვე დოკუმენტური გადაწყვეტილებაა,“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, "რუსთავი 2"-ის, კერძოდ, გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სადაც როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა:

"ყველას დიდი სისუსტეა, ეს რომ დავუშვით. ჩვენ თვალწინ ალპობენ ციხეში ადამიანს - ვანოს ვგულისხმობ, რომელმაც ააშენა რაბათი, შექმნა ახალი პოლიცია, რომელმაც მაგრად გაუძლო რუსეთის სპეცსამსახურების შემოტევას, რაღაც მომენტში გაარღვიეს ეს ფრონტი. ბაჩო ახალაიამ ახალი ქართული წარმოება შექმნა,“ - განაცხადა სააკაშვილმა.