სამართალი
საქართველოს ფოსტის საერთაშორისო გზავნილების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს
საქართველოს ფოსტის საერთაშორისო გზავნილების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფოსტის საერთაშორისო გზავნილების დახარისხების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეების კუთვნილი ამანათები და მცირე პაკეტები მიითვისა. პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ ქურდობის ბრალდებით პირველიდან 5 თებერვლამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 8 ადამიანია დაკავებული, ფაქტზე ერთი არასრულწლოვანიც ამხილეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.