საზოგადოება
საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, 12 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი. 11 თებერვალს ნავარაუდევია აღმოსავლეთის, ხოლო 12 თებერვალს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.