სამართალი
შსს-ს წარმომადგენლები ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფებიან
შსს-ს წარმომადგენლები ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფებიან

ღუდუშაურის საავადმყოფოში თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე ნიკა სამარღანიშვილი და პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება. ისინი უკვე საათზე მეტია, საავადმყოფოს ტერიტორიაზე არიან შესული.

ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კლინიკაში მისვლა დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვას. ამ ეტაპზე დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, ექიმების გადაწყვეტილებით, პალატაში მას დღესაც არ გადაიყვანენ.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

წყარო: Imedinews.ge