მსოფლიო   NEWS
მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა
მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა

მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

აღნიშნულს უარყოფენ ფოსტაში და აცხადებენ, რომ მათ ვერტმფრენები საერთოდ არ ჰყავთ.

როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ჩამოვარდნამდე ვერტმფრენის ფრთის ქვეშ აფეთქება დაინახეს.

„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვის „დომოდედოვოს’ აეროპორტიდან „ორსკის მიმართულებით მიფრინავდა, ჩამოვარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბორტზე 71 ადამიანი - 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

„ან-148“ ტიპის თვიტმფრინავი რადარებიდან გაქრობიდან მალევე ჩამოვარდა.