Facebook-სტატუსები
"ეს ხეები იმ ადგილებში 100 წლის მანძილზე იდგნენ და შენ ასე უცებ როგორ დაადგინე, რომ ხიხოსთან უკეთ იქნებიან?"- ცოტნე გამსახურდია
"ეს ხეები იმ ადგილებში 100 წლის მანძილზე იდგნენ და შენ ასე უცებ როგორ დაადგინე, რომ ხიხოსთან უკეთ იქნებიან?"- ცოტნე გამსახურდია

"ეს ხეები იმ ადგილებში 100 წლის მანძილზე იდგნენ და მშვენივრად იყვნენ და შენ ასე უცებ როგორ დაადგინე, რომ ხიხოსთან უკეთ იქნებიან?"- ცოტნე გამსახურდია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თეიმურაზ მურღულიას განცხადებას ეხმაურება. 

" კაცია-ადამიანი? მონავ ბოროტო, ეს ხეები იმ ადგილებში 100 წლის მანძილზე იდგნენ და მშვენივრად იყვნენ და შენ ასე უცებ როგორ დაადგინე, რომ ხიხოსთან უკეთ იქნებიან?  თან თავს რომ იზღვევს - არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ მას მიაქვსო  და წლების მერე მოგვევლინება ასეთი საზოგადოების დაფასებულ წევრად..." - წერს ცოტნე გამსახურდია საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

თეიმურაზ მურღულიამ გიგანტური ხეების ბიძინა ივანიშვილის პარკში გადარგვასთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ გააკეთა. მისი თქმით,  ხეების მოვლისა და შემდგომი გახარების შანსი ასე უფრო მაღალი იქნება.

„მე არ მაქვს არანაირი ფორმალური საფუძველი, ვივარაუდო, რომ ეს საკითხი ეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, თუ რაიმე ფორმით მაინც აღმოჩნდება, რომ ბატონ ბიძინასთან აქვს ამას რაიმე კავშირი, ვფიქრობ, რომ ამ ხეების მოვლისა და შემდგომი გახარების შანსი უფრო მაღალი იქნება.“ - განაცხადა მურღულიამ.