Facebook-სტატუსები
"მიშასთან, მაგ მორალურად დეგრადირებულ არსებასთან, აღარაფერი გვაკავშირებს"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"მიშასთან, მაგ  მორალურად დეგრადირებულ არსებასთან, აღარაფერი გვაკავშირებს"- თამარ ჩერგოლეიშვილი

"გადაგვარებული პოლიტიკური იმპოტენტის, იგივე მიშა სააკაშვილის ინტერვიუს და ბრალდებებს რაც შეეხება - ეგ ტოქსიკური და ბოროტი კლოუნი რაც მეტ ბრალდებას ისვრის ჩვენი მისამართით, მით უკეთესი", - "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

"უნდა ვუპასუხოთ, ვუპასუხოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ნათელი გახდეს, რომ მაგ მორალურად დეგრადირებულ არსებასთან აღარაფერი გვაკავშირებს, მაგრამ გულისრევის გარდა, ცხადია არაფერს იმსახურებს ეგ საფრთხობელა.

ერთი დღე ვერ გაუძლო ციხეს და მონანიების სამარცხვინო წერილები წერა პოროშენკოს, დღეს დამდგარა და აგრძელებს საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ მისნაირ მხდალ და დეგრადირებულ პოლიტიკოსს უარი უთხრა ისე, რომ ერთი წამით არ დაფიქრებულა თავად რა შეეშალა მათთან.

არანაირი აზრი შინაარსის გარჩევაში შესვლას არ აქვს, იმიტომ რომ მისი ყველა სიტყვა ურთიერთგამომრიცხავია და მის ნათქვამს, მთლიანობაში შინაარსი არ გააჩნია.

მთავარია ყველამ დაიჯეროს, რომ მაგ გამყიდველ და მხდალ ჯამბაზთან აღარაფერი გვაკავშირებს". - აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.