პოლიტიკა
„ნიუსფიდზე ციფრული მიშიზმით გამოწვეული შეშფოთება მძვინვარებს“- თამარ ჩერგოლეიშვილი „განსხვავებულ აქცენტებში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს
„ნიუსფიდზე ციფრული მიშიზმით გამოწვეული შეშფოთება მძვინვარებს“- თამარ ჩერგოლეიშვილი „განსხვავებულ აქცენტებში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს

„ანუ რომ შევაჯამოთ - არჩევნებს აზრი არ აქვს, არჩევნებით ბიძინა არ წავა, ბიძინა უნდა დაემხოს, ბიძინა დაემხობა, მიშა რომ დაიჭიროს, მაგრამ მიშა არ უნდა დაიჭიროს, იმიტომ რომ მიშამ პუტინი უნდა დაამარცხოს” - თამარ ჩერგოლეიშვილი „განსხვავებულ აქცენტებში“ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

„დღისითაც შევიშნე, მაგრამ ახლა ნიუსფიდს გადავხედე და ციფრული მიშიზმით გამოწვეული შეშფოთება მძვინვარებს. ყოველი მეორე პოსტი ფანატიზმს ეძღვნება - ბევრი გაკვირვებულიც კია.

შედით ფანატიკოსთა მდგომარეობაში.

წარმოიდგინეთ, გამოდის ლიდერი, რომლისაც ფანატიკურად გწამთ და ერთდროულად ამბობს:

1) არჩევნებისთვის უნდა გავერთიანდეთ - ნაციონალური მოძრობა უნდა იყოს გაერთიანების ცენტრი.

2) არჩევნებს აზრი არ აქვს, ივანიშვილი არჩევნებით არ წავა.

რა გინდა ქნა ასეთ დროს? არჩევნებისთვის გაერთიანდით, მაგრამ არჩევნებს აზრი არ აქვსო - უთხრა "გასაგებად" ლიდერმა.

ახლა ამას ის დაამატეთ, რომ იგივე ლიდერი ამ ხალხს ეუბნება, ივანიშვილმა რომ დამაპატიმროს, ჩემი მხარდამჭერები მალევე დაამხობენ მის ხელისუფლებასო.

ანუ ამ ხალხმა იცის, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს და ისიც იცის, რომ მიშა რომ დააპატიმრონ, მიშას მხარდამჭერები ბიძინას დაამხობენ.

დამხობას მიიჩნევენ ერთადერთ გზად და ბიძინას დამხობისკენ უმოკლესი გზა არის მიშას ციხეში ჩაჯდომა - ეს ესმით ლიდერისგან.

ისიც დაამატეთ, რომ როცა ეკითხებიან რატომ გამოიქეციო - მათი ლიდერი ამბობს, "პროვინციულ ციხეში" საჯდომად არ მცალია, პუტინს ვებრძვიო.

ანუ ბიძინა დაემხობა, როცა მიშას დააპატიმრებენ, მაგრამ მიშას არ უნდა რომ დააპატიმრონ, იმიტომ რომ მიშა პუტინს ებრძვის და ციხისთვის არ სცალია!

ანუ რომ შევაჯამოთ - არჩევნებს აზრი არ აქვს, არჩევნებით ბიძინა არ წავა, ბიძინა უნდა დაემხოს, ბიძინა დაემხობა, მიშა რომ დაიჭიროს, მაგრამ მიშა არ უნდა დაიჭიროს, იმიტომ რომ მიშამ პუტინი უნდა დაამარცხოს.

აი ეს იერალაში უტრიალებთ თავში და რატომ გიკვირთ კვესიტაძეს რომ დაეტაკნენ?

რა ქნან აბა? რას ეტაკონ?“- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.